ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც რუსულ კანონს II მოსმენით განიხილავენ, გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიას და სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს.
საბაბად ანრი ოხანაშვილმა ოთხივე შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა, კერძოდ, განაცხადა, რომ დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”.
ამასთანავე, ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავს და სიტყვას აწყვეტინებს დეპუტატებს, როცა მათი კითხვების შინაარსი მისთვის მიუღებელია.
რუსული კანონი მმართველმა პარტიამ I მოსმენით 16 აპრილს დაამტკიცა.