მოვუწოდებთ შსს-ს შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, პარლამენტთან გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო.

„შსს დემონსტრანტების მიმართ იყენებს ძალას, დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოიყენეს რეზინის ტყვიები ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და უზრუნველყოს ამ ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები“,- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან გამართული აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი.