პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, „დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.“
„მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ხალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა. სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“,- ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტთან გამართული აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი.