შსს: სხვადასხვა დანაყოფმა სრულიად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
უწყების ცნობით, პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე.