საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) მედიის თავისუფლების ინდექსის შესახებ შედგენილი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
რეიტინგში საქართველო 26 ადგილით დაქვეითდა და 77-დან 103-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ჟურნალისტური საქმიანობის პირობები დამაკმაყოფილებელი იყო მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ მეოთხედში.
ინტერაქციულ რუკაზე საქართველოს გასწვრივ სტატუსი Difficult (რთული) წერია.