საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს - შოლე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

„საქართველო გარდამტეხ ეტაპზეა. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის დრო იმ გზაზე დაბრუნებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, – წერს დერეკ შოლე პლატფორმა X-ზე.

შოლემ გააზიარა ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის კომენტარი, რომ აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განაგრძოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუშაობა ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის.