გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ქართველი ხალხი აპროტესტებს კანონს, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მუშაობის საშუალებას შეუზღუდავს.
„ამას ალბათ ახალ ამბებში ნახავდით. საქართველოში ათიათასობით ადამიანი უკვე რამდენიმე კვირაა თავისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუები შვილიშვილებთან ერთად. ისინი აპროტესტებენ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავს, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელი პირობებია. ათიათასობით ქართველი ადამიანი კი გვიჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისბონს შორის არ ცემს. მას დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება თბილისის ქუჩებშიც ატარებს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გაიგონებს თუ არა იგი ამ ხმას“, – წერს ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში.