ბასი: მოვუწოდებ მთავრობას, იმუშაოს პარტნიორებთან, აშშ იდგება ქართველ ხალხთან

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს და მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„საქართველოს მთავრობას საქართველო გადაჰყავს იმ ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან ერთად ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ძალადობა და შევიწროება. აშშ ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს ის.