კანონის მიღება დააზიანებს პარტნიორებთან ურთიერთობას - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდესი ეხმაურება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას და აცხადებს, რომ პარტნიორებს შორის ნდობისა და პროგრესის მისაღწევად, აუცილებელია კანონის გაწვევა.

„უცხოური აგენტების კანონის მიღება, მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა და შეშფოთებისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, მისი ევროპული ინტეგრაციის გზას და ზიანს მიაყენებს ურთიერთობას დიდი ხნის მეგობრებსა და პარტნიორებთან. ამ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად, კანონი უნდა იყოს გაწვეული”, – წერია განცხადებაში.

რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ნახეთ ვინ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი – სია.