კობახიძე: ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას

პუბლიკა

„ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, როდესაც რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების მისვლაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

კობახიძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა არის მიუღებელი და ეს „საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარედან ძალების ჩარევის მცდელობებს აჩვენებს”.

„როდესაც სცენაზე გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში ამას ვიტყოდი ამ ე.წ რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას. პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოდიგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, ბუნებრივია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს”, – თქვა კობახიძემ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. მათ შორის, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი. მან პროტესტის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.