ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული

პუბლიკა

ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არაერთგზის არის სანქცირებული.

China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა.

CCCC-ს 2020 წელს 34 შვილობილი კომპანია ჰყავდა. მათგან 5-ს ამერიკის შეერთებულმა შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა 2020 წლის 26 აგვისტოს სანქციები დაუწესასამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ფორპოსტების აშენებისთვის, რომლებიც არღვევენ სუვერენიტეტს და აზიანებენ გარემოს. ასვეე, იმისთვის, რომ ისინი ეხმარებიან ჩინეთის სახელმწიფოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო კუნძულების აშენებაში.

აშშ-ის შეფასებით, ამით ჩინეთის კომუნისტურ პარტია (CCP)  შეარყევს აშშ-ის პარტნიორების სუვერენულ უფლებებს რეგიონში.

2020 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება [დოკუმენტი, რომელსაც აქვს კანონის ძალა], რომლითაც ამერიკულ კომპანიებს და ინდივიდუალურ ინვესტორებს აუკრძალა იმ კომპანიების აქციების ყიდვა ან სხვა სახის ინვესტირება, რომლებიც აშშ-ის მთავრობის მიერ იდენტიფიცირდებიან, როგორც “კომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიები”, ანურომლებსაც კავშირი აქვთ „ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიასთან”.

2021 წლის 3 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასვეე გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აფართოებს ტრამპის 2020 წლის ნოემბრის ბრძანების ჩარჩოს და ამერიკულ კომპანიებს და იდივიდებს უკრძალავას ინვესტირებას იმ ჩინურ კომპანიებში, რომლებსაც, როგორც აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, კავშირი აქვთ ჩინეთის არმიასთან და/ან სათვალთვალთვალო ტექნოლოგიებთან, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიებს, არღვევენ ადამიანის უფლებებს, და წარმოადგენენ დიდ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ამ ბრძანებით საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული და აიკრძალა მასში ინვესტირება, სწორედ CCCC-ია — China Communications Construction Company Limited. ამავე სიაშია მისი შვილობილი CHINA COMMUNICATIONS CONSTRUCTION GROUP (LIMITED).

CCCC Limited-ს და CCCC Group Limited-ს ვპოულობთ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის  მიერ 2021 წლის 3 ივნისს გამოცემულ სიაში, რომელშიც ის ჩინური კომპანიებია შეყვანილი, რომლებიც საფრთხის შემცველად არის მიჩნეული და კომპანიებსა და ინდივიდებს მათში ინვესტირებას უკრძალავს.

CCCC აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის საიტზე სანქცირებულთა სიაში.

2024 წლის 31 იანვარს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც 2021 ფისკალური წლის მონაცემებით დაკავშირებულები არიან „ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიასთან”. China Communications Construction Company აქაც იძებნება,