კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

პუბლიკა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, კანადა რუსეთში დამატებით  სანქციებს აწესებს სპეციალური ეკონომიკური ზომების რეგულაციების შესაბამისად.

სანქციები შეეხებათ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში.

სანქციები ასევე ეხება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთს აწვდიან ძირითად ტექნოლოგიას და ელექტრონულ კომპონენტების ომის მცდელობის მხარდასაჭერად.

ამასთან, სანქციები ეხებათ სუბიექტებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში არიან ჩართულები.

სანქციები ასევე მოიცავს ექსპორტის აკრძალვებს კომპიუტერულ რიცხობრივად კონტროლირებადი მანქანა-დანადგარებისთვის, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა იარაღის წარმოებაში გამოიყენოს.

„დღეს გამოცხადებული ზომები შეესაბამება უკრაინისადმი კანადის გრძელვადიან მხარდაჭერას და მიზნად ისახავს, შეაფერხოს რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს  უკანონო ომი რუსეთის სამხედრო ძალისხმევის აუცილებელ კომპონენტებზე წვდომის შეზღუდვით, რუსეთის შემოსავლების უარყოფით, რომელსაც ის იყენებს უკანონო ომის დასაფინანსებლად და ძირს უთხრის მის [რუსეთის] დეზინფორმაციულ ოპერაციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.