„დროის ხმაურის“ უცნობი და ნაცნობი ბგერები

დავით ბუხრიკიძე

ჰოლივუდი ჯულიან ბარნსის ცნობილი რომანის – „დროის ხმაურის მიხედვით, დიდი რუსი კომპოზიტორის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. 

ჯულიან ბარნსი

ბუკერის პრემიის მფლობელის, ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის რომანი – „დროის ხმაური“ (2016) დიდი რუსი კომპოზიტორის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის ცხოვრებისა და ბიოგრაფიის შესახებ შექმნილი  კიდევ ერთი გამორჩეული პოსტმოდერნისტული განაცხადია. რომანი ადასტურებს, რომ ბრიტანელ მწერალს ჯერ არ განელებიასუბიექტური ისტორიისადმითხრობის ინტერესი და შესაბამისად, ცდილობს, პოლიტიკური მოვლენები საბჭოთა კავშირში და აქამდე უცნობი ბიოგრაფიული ფაქტები დიდი კომპოზიტორის შესახებ სტალინისა და ხრუშჩოვის ეპოქების ჩარჩოებში მოაქციოს და გამოიკვლიოს.

დროის ხმაურშიმკაფიოდ იკითხება ზოგადად იდეოლოგიურმხატვრული დოქტრინებისა და პოლიტიკური ძალაუფლების გავლენა საბჭოთა ეპოქის ხელოვანებზე, მხატვრებსა და არტისტებზე. შოსტაკოვიჩის ბიოგრაფიის ცალკეული ეპიზოდების აღწერისას ბარნსი ძირითადად იყენებს ინტერტექსტუალობისა და ისტორიული მეტაფიქციის მეთოდს, რაც მას ეხმარება, „გარედანდა ოდნავ ირონიული დისტანციით დაინახოს პოლიტიკური მოვლენები საბჭოთა კავშირში, 30-იანი წლებიდან ხრუშჩოვის ეპოქამდე.

ჯულიან ბარნსის რომანის ლიტერატურულ ადაპტაციასა და შესაბამისად, სცენარზე ორგზისოსკაროსანისცენარისტი კრისტოფერ ჰემპტონი მუშაობს, ხოლო ფილმის რეჟისორია პოლონელი იან კომასა, რომლის ფილმი Corpus Christi („ქრისტეს სხეული“) 2019 წლისოსკარისსაუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ფილმის თხრობა 1936 წელს იწყება, როდესაც შოსტაკოვიჩი პირველად შეეჯახა პირისპირ ცენზურას. გაზეთპრავდაშიდაიბეჭდა სტატია დღეს უკვე აღიარებული შედევრის, ოპერაკატერინა იზმაილოვასშესახებ. „ფორმალისტური, ბურჟუაზიული, უხეში და ვულგარული“ – სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიეს რეცენზიაში ოპერა, რომლის პრემიერამ სტალინის ყურადღებაც კი მიიპყრო, თუმცა, მოარული ჭორების მიხედვით, სტატია თავად სტალინის შეკვეთით დაიწერა და ეს შედარებები და გამოთქმები სწორედ მას ეკუთვნოდა. თავად ბარნსი ამ ვერსიას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.

აუგუსტ დილი და დიმიტრი შოსტაკოვიჩი

როგორცჰოლივუდ რეპორტერიწერს, ფილმში ასახული  იქნება შოსტაკოვიჩის ცხოვრების ეპიზოდები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და უფრო მოგვიანებით, 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში, როდესაც უკვე ასაკოვან კომპოზიტორს აიძულებენ, შევიდეს კომუნისტური პარტიის რიგებში და რუსეთის ფედერაციის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გახდეს. 

სწორედ აქ ეჯახება ერთმანეთს რეჟიმს მორგებული და კონფორმიზმით გამორჩეული საბჭოთა კომპოზიტორებისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის შეხედულებები. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპოზიტორის შვილის, დირიჟორ მაქსიმ შოსტაკოვიჩის ხელოვნური დაპირისპირება მამასთან, საბჭოთა სისტემის მიერ (როგორც ცნობილია, მამის გარდაცვალების შემდეგ, 70-იანი წლების ბოლოს მაქსიმ შოსტაკოვიჩი დასავლეთში, ემიგრაციაში დარჩა).

საინტერესოა, რომ შოსტაკოვიჩის როლს ფილმში შეასრულებს 48 წლის გერმანელი მსახიობი აუგუსტ დილი, რომელსაც ჰოლივუდმა განსაკუთრებული ყურადღება ტარანტინოსუსახელო ნაბიჭვრებშიგანსახიერებული როლის შემდეგ მიაქცია, თუმცა მანამდე მსახიობს ნათამაშევი აქვს გერმანელი რეჟისორების, ფოკლერ შლიონდორფის („მეცხრე დღე“), გიუნტერ შელერის („რაზე მოგვითხრობს სიყვარული“), შტეფან რუზოვიცკის („ყალბი ფულის მჭრელები“), ფილიპ ნოისის („სოლტი“) ფილმებში.

აუგუსტ დილი და ანდრეა რაიზბორო

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ანდრეა რაიზბორო განასახიერებს დიმიტრი შოსტაკოვიჩის პირველი მეუღლის, ნინა ვარზარის როლს, რომელიც ნიჭიერი ფიზიკოსი და დრამატული ბედის ქალი იყო. მსახიობი გადაღებულია 40-ზე მეტ ფილმში, მათ შორის მაიკ ლის, ტომ ფორდის, პანოს კოსმატოსის, ალეხანდრო ინიარიტუს ფილმებში.

ჯერჯერობით უცნობია მომავალი ფილმის სახელწოდება, რომლის გადაღება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ეკრანებზე ის 2025 წელს გამოვა.