მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, კლინიკაშია გადაყვანილი

პუბლიკა

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.­

როგორც „პუბლიკას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – აცხადებენ კომპანიაში.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.