ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა

პუბლიკა

დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა.

ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს, თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გზას არ დაუბრუნდება, ქვეყანა ამ გზაზე წინ ვერ წაიწევს.

„დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება“, – წერია განცხადებაში.