საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.
მათ დასახვედრად გულშემატკივრები აეროპორტში შეიკრიბნენ.
თვითმფრინავი 07:30-ზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა რეისმა 2 საათით დაიგვიანა.
ფეხბურთელები აეროპორტიდან ავტობუსით გაიყვანეს.
დღეს, 2 ივლისს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრებთან შეხვედრა გაიმართება.
მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებს მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ტურნირს მერვედფინალში, ესპანეთთან თამაშის შემდეგ გამოეთიშა.