უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა

პუბლიკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა

„მშვიდობის მისია 3.0. პეკინი“. – დაწერა ორბანმა X-ზე.

ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ „უკრაინის მშვიდობის მისიით” მოგზაურობს.

2 თვით ადრე ვიქტორ ორბანმა სი ძიპინი უნგრეთში მიიღო. ორბანის ლიდერობის პერიოდში უნგრეთი, რომელიც NATO-ს და ევროკავშირის წევრია, ჩინეთს დაუახლოვდა.

მანამდე ის ჯერ კიევში იყო და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, შემდეგ კი – მოსკოვში და პუტინს ელაპარაკა.

ზელენსკის ორბანმა შესთავაზა ომის დასრულება რუსეთის პირობებით – რუსეთთან ომის არსებულ ხაზზე, ანუ რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. უკრაინისთვის ეს წინადადება მიუღებელია.

ორბანი პუტინთან შეხვედრის გამო დასავლელმა ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს.