CRRC-ის საზოგადოებრივი კვლევა „კავკასიის ბარომეტრის” უახლესი ანგარიშის თანახმად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს EU-ში საქართველოს გაწევრების მხარდაჭერა გაზრდილია
უახლეს კვლევაში 48% ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას სრულად უჭერს მხარს, ხოლო 22% – უფრო უჭერს მხარს, ვიდრე – არ უჭერს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ნაწილობრივ უჭერს მხარს მოქალაქეების 14%.
წინა კვლევაში, რომელიც 3 წლის წინ, 2021 წელს ჩატარდა, მოქალაქეთა 34% ამბობდა, რომ სრულად უჭერდა მხარს, ხოლო 29% – ძირითადად უჭერდა მხარს.
რაც შეეხენა ნატოში შესვლის მსურველთა დინამიკას:
2024 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს NATO-ში გაწევრებას მხარს სრულად უჭერს მხარს 37%; უფრო უჭერს მხარს, ვიდრე არ უჭერს – 20%. ეს ჯამში მოქალაქეთა 57%-ია.
2021 წელს საქართველოს NATO-ში გაწევრებას სრულად მხარს უჭერდა 31%, ძირითადად უჭერდა მხარს 29% – ჯამში 60%.
კვლევა „კავკასიის ბარომეტრი” ორგანიზაცია CRRC-იმ ჩაატარა.
კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).