რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს 32 ოპოზიციონერი შეიტანს 

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 32 ოპოზიციონერი შეიტანს.

სარჩელი უკვე მზად არის. მათ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ხელმოწერები ნოტარიუსმა შეამოწმა, რის შემდეგაც სარჩელი ბათუმში გადაიგზავნება.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას მოითხოვს.

მათივე მოთხოვნაა, სასამართლომ მიიღოს დროებითი მექანიზმი და შეაჩეროს რუსული კანონის ამოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ 2 სარჩელი შევიდა –  საკონსტიტუციოს მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

მეოთხე სარჩელს ამზადებს „მთის ამბების” დამფუძნებელი და რედაქტორი, გელა მთივლიშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართავს.