მერია: ვაკეში, სამშენებლო სამუშაოების დროს ფერდი ჩამოიშალა - მშენებელი კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა

პუბლიკა

მერიის განცხადებით, ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე, კორპუსის კორექტირებული პროექტის განხორციელების დროს ფერდი ჩამოიშალა.

მშენებელი კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.

მათი განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების დროს ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც.

„მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.