მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, მეხი დაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთამსვლელის ცხედრის ძებნის სამუშაოები გრძელდება.
11 აგვისტოს შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში უვნებლად გადმოიყვანეს, მეოთხე პირს კი ეძებდნენ.
„მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს“, – განაცხადა შსს-მ.