აზერბაიჯანში OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი დააკავეს - „თბილისში ცდილობდა გამგზავრებას“

პუბლიკა

გამოცემა OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და აქტივისტი სამად შიხი აზერბაიჯანში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაქოს აეროპორტში სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც თბილისში ცდილობდა გამგზავრებას.

ამ დროისთვის მისი დაკავებისა და ბრალდების შესახებ ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებას არ გაუვრცელებია.

22 აგვისტოს აზერბაიჯანში ღალატის ბრალდებით დააკავეს მკვლევარი და ჟურნალისტი, OC Media-ს კონტრიბუტორი, ბაჰრუზ სამადოვიც, რომელიც, ასევე, ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი და სომხეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მხარდამჭერია.