იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ, 27 აგვისტოს მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.