CNN: მაყურებელთა უმრავლესობამ დებატებში გამარჯვებულად ჰარისი დაასახელა

პუბლიკა

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველი დებატები გაიმართა. როგორც CNN SSRS-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, მაყურებელთა უმრავლესობამ გამარჯვება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მიანიჭა.

მონაცემების მიხედვით, 63% მიიჩნევს, რომ ჰარისმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აჩვენა – დებატებამდე ამომრჩევლის მოსაზრება გაყოფილი იყო; 50% უპირატესობას ჰარისს ანიჭებდა, ხოლო დანარჩენი 50% – დონალდ ტრამპს. ტელედებატების შემდეგ, ჰარისის მხარდამჭერთა 96%-მა თავიანთი მხარდაჭერილი კანდიდატის გამოსვლა დადებითად შეაფასა, ტრამპის შემთხვევაში ეს რიცხვი 69% იყო.

განსხვავებული შედეგები იყო მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კანდიდატობის დროს. დებატების შემდეგ ამომრჩეველთა უმრავლესობამ (67%-მა) აღნიშნა, რომ ტრამპის გამოსვლა უკეთესი იყო.