თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია

ფასიანი განთავსება

21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც  წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.  ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი. 

წელს ფესტივალი ეძღვნება თელავის ფესტივალის დაარსებიდან მე-40 წლისთავს.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, ასევე გამოჩენილი მუსიკოსებიმევიოლინე სვეტლინ რუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი, ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თელავის ქალთა კამერული გუნდიქორმაისტერი სოლომონ გოგილაშვილი, ოპერის კამერატაკონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და ოპერის კამერატას უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.

საიუბილეო ფესტივალის 22 სექტემბრის ღონისძიებებს თიბისი წარმოგიდგენთ. ფესტივალის ერთერთი მთავარი მიზნობრივი ჯგუფია ახალი თაობა, რომელთათვის ყოველ წელს იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებებიკლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის, პროფესიული ზრდის, ახალი სახელების გამოვლენის მიზნით.

22 სექტემებერს თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში 15:00 სთზე გაიმართება . დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური ოპერასპექტაკლისევილიელი დალაქი“ (რეჟ.: ბესო კუპრეიშვილი) და თელავის ვაჟაფშაველას სახელობის პროფესიული თეატრის დიდ სცენაზე 18.00 სთზე ახალგაზრდა მუსიკოსების გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს წამყვანი სამუსიკო სასწავლებლების (თბილისი, თელავი, ქუთაისი) ნიჭიერი მოსწავლეები და სტუდენტები.

კონცერტში მონაწილეობას იღებს ცოტნე ზედგენიძე, რომლის ერთერთი პირველი სოლო კონცერტი გაიმართა ფესტივალზე (2018).