ეს სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება არ არის - ჩიქოვანი

პუბლიკა

ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის კანცელარიაში სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სამეგრელოს რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქმედი. დადგება ბლოგპოსტები რეგიონის შესასვლელებში. საპოლიციო ეკიპაჟები მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებენ. ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნაა დასაშვები. ამასთან მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა გაკონტროლდეს ყველა მოქმედი შეზღუდვის აღსრულება. ეს სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება არ არის და არც კომენდანტის საათის შემოღებას ნიშნავს. ეს არის შეზღუდვების აღსრულებისთვის გატარებული ღონისძიებები. ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პერიოდში. გალის რაიონში კომენდანტის საათია გამოცხადებული”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 90 პირია; გამოჯანმრთელდა 18 პირი, მათ შორის ორი ბავშვი.