„ქმედებებია საჭირო, რუსეთს მხოლოდ შეიძლება აიძულო მშვიდობა" - ზელენსკი გაეროზე

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს „მშვიდობა შეიძლება მხოლოდ აიძულო“ და ის მოლაპარაკებებით არ გაჩერდება.

„რუსეთი სჩადის საერთაშორისო დანაშაულს. ეს ომი ასე უბრალოდ არ გაქრება, ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დამშვიდდება. ქმედებებია საჭირო. რუსეთს მხოლოდ შეიძლება აიძულო მშვიდობა”.

ზელენსკის თქმითვე,  უკრაინის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი გეგმავდა 3 ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას.

„ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულება – თუ რუსეთი მზადაა, ასე შორს წავიდეს, ეს ნიშნავს, რომ არაფერი, რასაც თქვენ პატივს სცემთ, არ ადარდებს მოსკოვს”.

ზელენსკის ასევე მზად აქვს „გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც ჯო ბაიდენისა და სხვა პარტნიორებისთვის გეგმავს – თუმცა მისი დეტალები, ჯერჯერობით არ საჯაროვდება.