ცხინვალი აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თბილისს გადმოსცეს

პუბლიკა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ „საქართველოს გადასცა მისი მოქალაქე, ვასილი სალამაშვილი, რომელმაც დაარღვია რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“.

საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ 43 წლის კაცი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან 24 სექტემბერს დააკავეს ახალგორის რაიონის დასახლება მონასტრის მიდამოებში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „იმის გამო, რომ დამნაშავეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა მისი ქართული მხარისთვის ჯარიმის გარეშე გადაცემა გადაწყვიტა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფაქტს ადასტურებს.