EU: საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შედეგად 121 მილიონი ევროს ოდენობით EU-ის დახმარებას დაკარგავს

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ  ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

„საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად.

ყოველწლიურად გამოყოფილი თანხა იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხა, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება“, – წერს EU-ის წარმომადგენლობა საქართველოში.