სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ ტურისტს ეძებენ

პუბლიკა

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს, სტანისლავ კოსცისს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტი ბოლოს 28 სექტემბერს, კირანახორაში მწყემსების კარავთან ნახეს. მოლაშქრეს დაგეგმილი ჰქონდა სქურიდან ხაიშში გადასვლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.