კალანდარიშვილი სტრასბურგში უბნის გახსნაზე: ვხელმძღვანელობთ საგარეოს მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან სხვა ინსტიტუციის

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებაზე საპასუხოდ, გაიხსნას ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნი ამბობს, რომ საგარეოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობემ.

მისი თქმით, მანიპულაციაა განცხადებები, რომ თითქოს სტრასბურგში არსებობს სივრცე სადაც საარჩევნო უბნის გახსნაა შესაძლებელი.

„ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და არა პრეზიდენტის და არა სხვა რომელიმე ინსტიტუციის. […] მინდა დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ სტრასბურგთან დაკავშირებით იმის გამო, რომ მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მომსპარიყო, მივმართეთ განმარტების წარმოდგენის თაობაზე იმ მიზეზების შესახებ და პირველ რიგში ზოგადად რა სტატუსს ატარებს ის ლოკაცია, რომელიც გარკვეული ყურადღების ქვეშ მოექცა და მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ეს არის მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში და იქ ვერ განთავსდება საკონსულო მიმართულებით შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენელი, ასევე ის, რომ იყო შესაბამისი კომუნიკაცია შესაბამის ქვეყანასთან და უწყებებთან და იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმომადგენლობა, იქ ვერ იქნებოდა ფიზიკურად წარმომადგენლობის განთავსების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, გახდა მათთვის საფუძველი, რომ საფრანგეთის შემთხვევაში მხოლოდ მოწოდებული ყოფილი პარიზის საარჩევნო უბანი. […]

დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთ, სხვადასხვა ჩართული მხარის მხრიდან, არაერთ მანიპულაციურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს არის სივრცე იმის შესახებ, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი, მაშინ როდესაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა სამართლებრივიდან საკითხი გადავიდეს პოლიტიკურ სივრცეში და მხოლოდ უსაფუძვლო მოტივებით ხორციელდებოდეს ინსტიტუციაზე ზეწოლა და გარკვეული აღქმის შექმნა თითქოს ინსტიტუციას აქვს იმის შესაძლებლობა და ის არ ქმნის საარჩევნო უბანს სტრასბურგში“, – თქვა კალანდარიშვილმა.

ცესკოს ბოლო ცნობებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს.