გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ერთ- ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა და ორ ადამიანს შეეჯახა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. „პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.