თბილისში კაცი მოკლეს

პუბლიკა

თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც სროლა მოჰყვა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას. უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.