კახეთიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.