შვედეთის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას აჩერებს

პუბლიკა

შვედური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას აჩერებს. ადგილობრივი მედიის, Sweden Herald-ის ცნობით, ამავე დროს, შვედეთის მთავრობა გამოყოფს 25 მილიონ კრონას სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები არის ძალიან საგანგაშო ბოლო დროს. დარღვევები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს, ამას აძლიერებს. მცდელობა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ხელი შეუშალო მათი დემოკრატიული როლის აღსრულებაში, ასევე, სხვა დამატებითი საკითხები, მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან წინააღმდეგობაშია.

შესაბამისად, მთავრობა აჩერებს პირდაპირ შვედურ-ქართულ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობას, რომელიც კვლავ მიმდინარეობს, მათ შორის, საგადასახადო ორგანოსთან”, – განაცხადა განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დოუსამ.