Politico წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ამ კვირაში ბელარუსში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. გამოცემის ცნობით, სიიარტო შეუერთდება სხვა მონაწილეებს, მათ შორის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვსა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბასამ ალ-საბაღის და სიტყვით გამოვა 31 ოქტომბერს.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რეგულარულად სტუმრობს მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგსა და მინსკს, მაგრამ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სირიის რეჟიმთან შესაძლო კავშირი ურთიერთობების ესკალაციაზე მიუთითებს.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ განუცხადა, რომ ღონისძიებას გამიყენებენ ევრაზიის უსაფრთხოების კონტურების განსახილველად და გამოსაკვეთად. კონფერენციას ასევე დაესწრებიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ОДКБ) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გენერალური მდივნები.
28 ოქტომბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, მასთან ერთად თბილისს ეწვივნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.