ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის განცხადება, რომელიც სასამართლოს ყაღადა დაედო „ქოლცენტრების ქოლცენტრების საქმეში. გუშინ, 29 ოქტომბერი გახდა ცნობილი, რომ „ატლანტიკური საბჭოს რუსული დეზინფორმაციის მკვლევარი ახორციელებს მკვლევარებს მკვლევარებსო გელავას ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებს დაუყადაღეს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს. დღეის მდგომარეობით გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, – წერია უწყების განცხადებაში.
სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა, მათ შორის, სოფო გელავას შვილის სასკოლო კომპიუტერი.
24 ოქტომბერს ეთო ბუზიაშვილმა თქვა, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.
იმავე დღეს ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე სხვა ადგილას: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა ამერიკული კომპანია Concentrix-ის ოფისი და მისი ერთ-ერთი თანამშრომლის, სანდრო ცხადაძის სახლი. ასევე, ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი. როგორც ტყეშელაშვილმა თქვა, მას უთხრეს, რომ საქმე ე.წ ქოლცენტრებს ეხება, თუმცა ამასთან შეხება არასდროს ჰქონია. კომპანია Concentrix საქართველოში 2021 წელს სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემოვიდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ჩხრეკა ეხება ე.წ ქოლცენტრებს. უწყების განცხადებით, „საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“.
თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ, ამ საქმის ფარგლებში გაჩხრიკეს თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები.
სამთავრობ პროპაგანდისტულმა ტელეარხმა „იმედი” 25 ოქტომბერს გამოძიება დავით კეზერაშვილს დაუკავშირა.