ცესკოს ოპოზიციონერი წევრები მოითხოვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მოიწვიოს კომისიის სხდომა, რომელზეც არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდება.
„მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“. – თქვა ცესკოს წევრმა ენმ-დან, დავით კირთაძემ.
„ლელოს“ წევრის, გიორგი სიორიძის თქმთ, არჩევნების ჩატარებულად არ გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ოლქებში დაირღვა ხმის ფარულობა, ვინაიდან ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ჩანს.
გიორგი სიორიძემ თქვა:
„ფარულობა ელექტრონულ უბნებზე იყო მასობრივად დარღვეული. ბიულეტენის უკანა მხარეს იყო გამონაჟღენთი, სადაც ადვილად ჩანდა, მოქალაქემ ვის მისცა ხმა. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა უნიკალური პრეცედენტი და გააუქმა შესაბამის უბნების შედეგები. ეს ნიშნავს, რომ თუ ასე ხდებოდა თეთრიწყაროში, ასე ხდებოდა 2263-ვე ელექტრონულ უბანზე, სადაც ხმა მისცა ჩვენი მოქალაქეების 90%-მა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების ჩატარებულად არგამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისა”.