„გირჩმა“ ახალი არჩევნების მოთხოვნით შაბათს აქცია დააანონსა

პუბლიკა

„გირჩმა“ ახალი არჩევნების მოთხვნით შაბათს 19:00-ზე აქცია დააანონსა.

„ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთკვირიანი ვადა. დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები. მოდი შაბათს, 19:00-ზე მიტინგზე, პარლამენტის წინ, დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!“, – აცხადებს „გირჩი“.

ბარიერგადალახულმა სამმა კოალიციამ 4 ოქტომბერს აქციაზე განაცხადა, რომ საპროტესტო მოქმედებები ქუჩაში ყოველდღე იქნება.

დღეს, 15:00-ზე აქციაა დაგეგმილი სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც საარჩევნო დავები უნდა განიხილოს.