ცესკო აცხადებს, რომ „ამერიკული კომპანია ProV&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, საბოლოო ფაზის დასკვნა გამოაქვეყნა“ და ირწმუნება, რომ „კომპანიას პრობლემები არ გამოუვლენია“.
ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე თქვა, რომ ProV&V-ის დასკვნის თანახმად, „არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული“.
ცესკოს მტკიცებით, ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის პერსონალი იყო კარგად მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც ProV&V დააკვირდა.
„ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი. […]
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარდა საწყისი კოდის შემოწმება, ფუნქციური რეგრესიული ტესტირება, მეორე ეტაპზე კი ProV&V-მ ჩაატარა კონფიგურაციის აუდიტი და შეამოწმა ყველა საჭირო ფაილი პროცესის სერტიფიცირების მიზნით.
საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დაადგინა, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შეესაბამება აპარატში ჩარვირთულ სიებთან, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელია და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.
ერთი ამომრჩევლის ხმა ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.
აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი, ე.წ ქვითარი შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენდა ტექნოლოგია“, – აცხადებს ცესკო.