„სრული სიჩუმე სუფევს, ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს“ - ზურაბიშვილი კომენდანტის საათზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კომენდატის საათის ამოქმედებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ქალაქში სრული სიჩუმეა და ასეთი კანონმორჩილი მიდგომით კორონა დამარცხდება.

„9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს.  ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს.  მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხსმგებელი ქცევა. ასეთ მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, – დაწერა პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

21:00 საათზე საქართველოში ამოქმედდება, ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან ხვალ, დილის 6 საათამდე აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.