ფოტო | კომენდანტის საათი თბილისში

პუბლიკა

31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის, მათ შორის მთავრობის ბაზაში რეგისტრირებული მედიასაშუალებებისთვისაც.

გლდანი, ვარკეთილი, დიდუბე, ნაძალადევი, ვერა – თბილისის ეს უბნები „პუბლიკის“ ჟურნალისტებმა კომენდანტის საათში გადაიღეს, ოთხი მათგანი პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ, მისცეს პროფეისული საქმიანობის გაგრძელების საშუალება.