კოპრა: გამოძიებისთვის ყველაზე ნეიტრალური გზა იქნება საერთაშორისო თანამშრომლობა

პუბლიკა

ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, იუკა კოპრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ყველაზე ეფექტური გზა საქართველოში არჩევნების გამოსაძიებლად იქნება საერთაშორისო თანამშრომლობა, მაგალითად, ევროპული საბჭოს ან ეუთოს მიერ.

„ყველაზე ეფექტიანი და ნეიტრალური გზა, რათა გამოვიკვლიოთ, რა მოხდა საქართველოს არჩევნებზე, განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს გარეთ არსებული ორგანოს მიერ, რადგან ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას აქვს გავლენები ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციაზე. ასე რომ, იმისათვის, რომ დავარწმუნოთ, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ევროკავშირი და დანარჩენი მსოფლიო, რომ გამოძიება თავისუფალი და სამართლიანი იქნება, საუკეთესო იქნება, ის უნდა განხორციელდეს საერთაშორისო თანამშრომლობით, მაგალითად, ევროპული საბჭოს ან ეუთოს, ან სხვა მსგავსი საერთო სანდოობის მქონე ორგანოს მიერ”, – განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.  პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკოსებმა მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვეს.

პაპუაშვილმა წერილში, სადაც უარის მიზეზებს გამარტავს, აღნიშნა, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.