პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

დღეს, 12 საათზე პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს. კანონპროექტი  საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები არიან აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტარებს სასტვენებითა და ხმაურით ხვდებიან. მოქალაქეები დეპუტატებს მოუწოდებენ, არ ჩააგდონ პროექტი.

გუშინ  პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა.

პლენარურ სხდომაზე კანონპორექტის განხილვისას მაჟორიტარმა დეპუტატმა დიდმიტრი ხუნდაძემ მოითხოვა სხდომის გადადება და უმრავლესობის შეკრება. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემას.

„ჩემი მყარი პოზიციის შეცვლას ვერავინ ვერ შეძლებს და თუ შეძლებს, ე.ი. მე არ ვყოფილვარ ძლიერი დეპუტატი. სუსტ დეპუტატს კი არ სჭირდება მანდატი და პარლამენტში სავარძელი. ამიტომ თუ ვინმე ამას შეძლებს, მე მანდატს ჩაგაბარებთ თქვენ,“ – განაცხადა ხუნდაძემ.