გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს იმავე ტიპის განცხადებით, რა განცხადებებითაც ცესკოს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართავენ.
პარტიის წარმომადგენელს ანა ბუჩუკურს „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა ჰკითხა, იმ შემთხვევაში თუკი შეიკრიბება პარლამენტი და ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, ამის შემდგომ აპირებს თუ არა მათი გუნდი მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით?
შეკითხვას ბუჩუკური პასუხობს, რომ:
„იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითმიზანს მივაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის მთავარი ინსტრუმენტი, არჩევნები, რაღაცნაირად გადავარჩინოთ და მივაღწიეთ ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ჩართულობით, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, ჩვენი გუნდის პირობა ცალსახად არის ის, რომ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე ცესკოს ადმინისტრაციის პირობებში , იმოტომ რომ აზრი არ ექნება , ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე სუს-ის ადმინისტრაციის პირობებში იმიტომ რომ აზრი არ ექნება… ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე სახალხო დამცველის პირობებში , ეს არჩვენები არ უნდა ჩატარდეს საფინანსო უწყებების იმავე ადმინისტრაციის პირობებში , ამაში მემგონი ყველანი ვთანხმდებით…
თუ ამას მივაღწიეთ, რომ ხელახალი არჩვენები ტარდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ჩართულობით, რა თქმა უნდა, რასაც ჰქვია რეალური ცესკოს ფუნქციის დაბრუნება, რეალური სუს-ის ფუნქციის დაბრუნება და რეალური სახალხო დამცველის არჩევა, რა თქმა უნდა, ამაში მივიღებთ მონაწილეობას კი არა, ჩვენი პირობები იქნება დაყენებული, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.“
ჟურნალისტის შეკითხვაზე ახალი არჩევნების დაპირების შემთხვევაში პარტია თავის თავს ხედავს პარლამენტში?
ანა ბუჩუკური პასუხობს, რომ ეს არ არის საკმარისი. მისი განმარტებით, ხელახალი არჩვენები უნდა ჩატარდეს „რეალურ პირობებში“ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩატარების დაპირება არ იქნება საკმარისი.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე ზემოთაღნიშნული პირობების შესასრულებლად პარლამენტში მათი გუნდი ხედავს თუ არა თავს, ბუჩუკური პასუხობს, რომ:
„ცესკოს, სუს-ის, სახალხო დამცველის და ფინანსური უწყებების გასათავისუფლებლად ხალახალი არჩევნებისთვის მარტო ჩვენ კი არა, ვინმე გონიერი პოლიტიკოსი თუ სხვა რამეს გეტყვით, მაშინ ამ პოლიტიკოსს სხვა სახელი უნდა ეწოდოს და უნდა ეწოდოს პირდაპირ ბიძინა ინავიშვილის ხელის პოლიტიკოსი.“
მისივე თქმით, არჩევნების მეორე დღესვე მათი გუნდი იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემდნენ.
„ამითი წერტილი დასმულია. რატომ უნდათ ეს სპეკულაციები და რისთვის სჭირდებათ ამას დრო აჩვენებს… ჩვენი და ქართველი ხალხის თვითმიზნაი არის თანხვედრაში, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტი არის გადასარჩენი“,- განაცხადა ბუჩუკურმა.