ისანში, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლებაში, წულუკიძის პირველ ნომერში ავტოფარეხში აფეთქება მოხდა.
„პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. კაცი კონტაქტური იყო.
„ტვ პირველის“ ცნობით, აფეთქების შედეგად ავტოფარეხის მოპირდაპირედ კორპუსის პირველ სართულზე ბინაში შუშები ჩაიმსხვრა და დაზიანდა იქვე მდგარი მანქანა.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.