პრეზიდენტი ომის დაწყებიდან 1000 დღის თავზე უკრაინელებს მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1000 დღის თავზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით, რომ დაიცვათ თქვენი ქვეყანა, თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. და თქვენ ამ ბრძოლას აწარმოებთ ჩვენი, ყველას სახელით, ყველა ევროპელის სახელით, ვისაც სურს, რომ დაიცვას რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავისუფლება, რუსეთის სურვილის წინააღმდეგ, რომ ანექსია მოახდინოს მეზობლების ტერიტორიის.

თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული.

და შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ, რა თქმა უნდა არა, ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან.

არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს”, – აღნიშნავს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.