თსუ-ის I კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეები დაბრუნდნენ, ახალი კარვები დადგეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ამბობენ, რომ ღამეს დღესაც იქ გაათევენ.
„პოლიციის უღირსობაზე თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგი. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვართ აქ, ისევ თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას! დღეს ღამეს დავრჩებით აქ, იმდენი ხანი რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე“,- მიმართა აქციის მონაწილეებს ელენე ხოშტარიამ.
მელიქიშვილის გამზირზე მყოფმა საპროტეტსო აქციის მონაწილეებმა, მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა გზა გახსნეს კვლავ თსუ-ის მიმართულებით გადაინაცვლეს.
„აქ მყოფი ახალგაზრდების მობილურმა პროტეტსმა თავისი შედეგი გამოიღო და ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ! დღეს ჩვენ ვაპირებთ აქ დავრჩეთ მთელი ღამე და ეს კერა შევინაჩუნოთ… ვაპირებთ ვიბრძოლოთ მანამ, სანამ გამარჯვებას არ მოვიპოვებთ…
მინდა მივმართო პოლიციას, აბსოლუტურად უკანონოდ გუშინ აქედან გაიყვანეს ჩვენი „პიკაპები“, სადაც იყო დატვირთული ჩვენი ტექნიკა. ახლა ეს ტექნიკა და „პიკაპები“ არის სადღაც… მოვითხოვთ დაგვიბრუნეთ ჩვენი ტექნიკა იმიტომ, რომ ეს არის მორიგი უკანონო ქმედება თქვენი მხრიდან და ეს უკანონობა უნდა იყოს აღკვეთილი“,- განუცხადა აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს გიორგი ვაშაძემ.
დღეს, 19 ნოემბერს, აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია.