ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გამოსცა

პუბლიკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) მოსამართლეებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ასევე „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები გამოსცეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის გარდა ორდერი ასევე გაიცა მოჰამედ დაიფის წინააღმდეგ, თუმცა ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ის ივლისში ღაზაში საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ „არსებობს გონივრული საფუძვლები“, რომ ამ სამმა პირმა ისრაელსა და „ჰამასს” შორის მიმდინარე ომის დროს ჩაიდინა ომისა და კაცობრიობის წინაშე სავარაუდო დანაშაულები. ბრალდებებს უარყოფენ როგორც ისრაელის, ასევე „ჰამასის“ წარმომადგენლები.