რამდენიმე წუთის წინ გმირთა მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის განცხადება გააცნო:
„მინდა გაგაცნოთ პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება ხვალინდელ, 24 ნოემბრის, და ზეგინდელ, 25 ნოემბრის, გეგმებთან დაკავშირებით.
„მინდა გაგაცნოთ პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება ხვალინდელ, 24 ნოემბრის, და ზეგინდელ, 25 ნოემბრის, გეგმებთან დაკავშირებით.
ხვალ, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე.
პარალელურად, ჩვენთან შემოგვიერთდებიან მსვლელობები რეგიონებიდან, რომლებიც უკვე დაგეგმილია და მზად არიან.
შეკრების შემდეგ ვაპირებთ ფეხით მსვლელობით პარლამენტისკენ წასვლას, სადაც ვგეგმავთ დარჩენას ხვალინდელი ღამის განმავლობაში.
ამავდროულად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან წამოსული ავტომობილები თბილისში გამართავენ მსვლელობას”.
– განაცხადა ვაშაძემ.
„კიდევ ერთხელ, თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“ გვინდა გამოვუცხადოთ, რომ თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ თავყრილობას ხვალ, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება და მეტი არაფერი. ამას მათი მხრიდან არაფერი საერთო არ ექნება არც საქართველოსთან, არც კონსტიტუციასთან, არც პარლამენტთან” – თქვა მან.
ვაშაძემ მოუწოდა მოქალაქეებს 25 ნოემბრისთვის აიღონ შვებულებები და ეს დღე საკუთარ სამშობლოს მიუძღვნან.
ორშაბათს, 25 ნოემბერს, 12 საათზე, პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი.